მიღება
პრისტერსემინარში მიღება ხდება სემინარის ორ ხელმძღვანელთან პირადი გასაუბრების შემდეგ. ამის შესაძლებლობას გთავაზობთ საორიენტაციო კვირა ან პირადი შეთანხმება. უცხოელი სტუდენტები, როგორც წესი ვიდრე უშუალოდ მიმართავენ სემინარს, საკუთარ ქვეყანაში მომუშავე მოძღვარს უნდა დაუკავშირდენენ.
წინა პირობები
ჩვეულებრივ სემინარში სწავლისათვის საჭიროა ზოგადი უმაღლესი განათლების, ან პროფესიული სწავლების დამადასტურებელი აუცილებელი სიმწიფის ატესტატი, ან მათი შესატყვისი სკოლის მოწმობა. 25 წელს გადაცილებულ კანდიდატთათვის კი დასრულებული პროფესიული განათლება.
დაბინავება
სტუდენტები, როგორც წესი, საკუთარ ოთახში ცხოვრობენ, რომლებიც მათთვის სემინარის ორ შენობაშია განთავსებული. საუზმესა და სადილს (გარდა ვახშმისა) კვირის განმავლობაში სტუდენტებისთვის ამზადებენ სახლის მეურნე თანამშრომლები. შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია გამონაკლისი პირობებიც.
ხარჯები
ერთი სასწავლო წლის გადასახადი, ბინის ქირა და საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა შეადგენს დაახლოებით 7000 € (2010 წლის მონაცემით).
ყველა შემდგომი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ ჩვენს ბიუროს (გერმანულად/ინგლისურად):
Tel.: 0049 (711) 166 83 10
Fax.: 0049 (711) 166 83 24
E-Mail: info@priesterseminar-stuttgart.de



