The Christian Community

საორიენტაციო კვირა

დაინტერესებულთათვის 45 წლამდე

ფიქრობთ იმაზე, რომ შტუტგარტის პრისტერსემინარში ისწავლოთ? მაშინ გულითადად გეპატიჟებით, რომ ჩვენს სასწავლებელს შინაგანი მხრიდან გაეცნოთ საორიენტაციო კვირის დროს. ექვსი დღის მანძილზე თქვენ შეგეძლებათ მონაწილეობა მიიღოთ ჩვენს ერთობლივ ცხოვრებაში, ჩვენთან ერთად განიცადოთ ადამიანის კურთხევის ქმედება, პირადად დაესწროთ ყველა სასწავლო პროცესს, ჩვენთან ერთად ერთ ჭერქვეშ გაიზიაროთ სემინარში ცხოვრება, ასევე საუზმე-სადილობა, პრაქტიკული მუშაობა სახლსა თუ ბაღში. შესაძლოა თქვენ ამ დროს იგრძნოთ, რომ ეს თქვენი ადგილიც არის.
პირველ სასწავლო წელს ყველასათვის ღიაა კარი, ვისაც საფუძვლიანად სურს იმის გაგება, თუ რას ნიშნავს ღვთაებრივ-სულიერი მსოფლმხედველობიდან გამომდინარე იყო 21 საუკუნის ადამიანი. აქ ხდება იმ ცოდნისა და მეთოდების გაზიარება, რომლებიც საჭიროა „ადამიანად ქმნადობის“ პროფესიისათვის. თეოლოგიურ-რელიგიურ საკითხებთან ერთად დიდი მნიშვნელობა ენიჭება, როგორც ფილოსოფიურ-საბუნებისმეტყველო საგნებს, ასევე ხელოვნების კუთხით პრაქტიკულ მუშაობას. ანტროფოსოფიული სულისმეცნიერების გაგება მუდმივი ზრუნვის საგანია. თუკი ამ ერთი წლის შემდეგ სხვა საქმიანობას გადაწყვეტს სტუდენტი, საამისოდაც კარგად აღჭურვილი აღმოჩნდება.
მეორე წელი ცოდნის გაღრმავებას ეთმობა. ამ დროს ძირითადი აქცენტი იმ უნარების შეძენაზე კეთდება, რომლებიც პრისტერს სამომავლო მოქმედებისათვის სჭირდება. მესამე სასწავლო წელს სტუდენტმა ეს უნარები კონკრეტული თემის ცხოვრებაში უნდა გამოიყენოს. ამას შეიძლება სწავლის ბოლო ფაზაში მოჰყვეს სამზადისი მოძღვრად კურთხევისთვის.
გსურთ ჩვენი ახლოს გაცნობა? გულით გეპატიჟებით!
დამატებით ინფორმაციას თქვენ მიიღებთ ჩვენს ბიუროში (გერმანულად/ინგლისურად):

Freie Hochschule der Christengemeinschaft
Spittlerstraße 15
D-70190 Stuttgart
Tel.: +49 (0) 711 166 83 10
E-Mail: info@priesterseminar-stuttgart.de

Freie Hochschule der Christengemeinschaft, Stuttgart
Spittlerstraße 15, 70190 Stuttgart
Tel.0711 - 166 83-0, Fax 0711- 166 83-24
info(at)priesterseminar-stuttgart.de, www.priesterseminar-stuttgart.de