The Christian Community

პრისტერსემინარი შტუტგარტში

ქრისტიანთა  თემის შტუტგარტის სემინარი 1933 წლიდან არსებობს. შტუტგარტი მდებარეობს იმ რეგიონში, რომელიც რურის რეგიონთან ერთად გერმანიის ინდუსტრიულ ცენტრს წარმოადგენს. აქედან საწარმოო პროდუქტები მთელს მსოფლიოში იგზავნება. მეორეს მხრივ, ეს რეგიონი ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა გერმანული კულტურული ცხოვრების, დღესდღეობით ანტროპოსოფიის განვითარებაში. ეს პოლარობა სულიერ და სამეურნეო ცხოვრებას შორის სრულიად სპეციფიკურ სამუშაო ატმოსფეროს უქმნის ამ ადგილს.
პრისტერსემინარში ჩვეულებრივ ოცდაათიდან ორმოც სტუდენტამდე სწავლობს, რომელნიც დედამიწის ყოველ მხარეს წარმოადგენენ. სწავლა სამს წელიწადს მოიცავს, აქედან მესამე წელს როგორც „პრაქტიკულ წელს“ სტუდენტი სემინარის ფარგლებს გარეთ სწავლობს. ამას შეიძლება მოჰყვეს მოძღვრად კურთხევის ნახევარწლიანი მოსამზადებელი კურსი. ამგვარად სრული სასწავლო პერიოდი მოძღვრად კურთხევამდე სამნახევარ წელიწადს შეადგენს, თუმცა არსებობს ინდივიდუალური მიდგომა და გამონაკლისი.
სწავლა შტუტგარტის პრისტერსემინარში სამ სვეტს ეყრდნობა: ერთობლივ სწავლას, ერთობლივ ლოცვასა და ერთობლივ ცხოვრებას. ერთობლივ სწავლას ემატება ერთობლივი ლოცვა, რომელიც გულისხმობს ადამიანის კურთხევის ქმედების განცდას სემინარის კაპელაში. ერთად ცხოვრება სემინარის ორსავე შენობაში სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, განსხვავებული ბიოგრაფიული და კულტურული წინაპირობების მიუხედავად ცოცხალი ერთობა შექმნან. მათ საშუალება ეძლევათ სოციალური უნარების განვითარებისა, რომლებიც ეგზომ საჭიროა დღესდღეობით.
პრისტერსემინარი, როგორც თავისუფალი სასწავლებელი სწავლების გადასახადს აწესებს. დახმარების მიღება შეზღუდული რაოდენობით შეიძლება სტიპენდიის ფონდიდან.
დაინტერესებულ პირებს, საორიენტაციო კვირა შესაძლებლობას აძლევს პირადად გაეცნონ პრისტერსემინარში მიმდინარე შიდა სასწავლო პროცესს. ახალგაზრდებს 16-დან 26 წლამდე ვთავაზობთ სპეციალურ გაცნობითი ხასიათის კვირას.
ძირითადი წინაპირობა სწავლისათვის, როგორც წესი, არის ზოგადი უმაღლესი სასწავლებლის სიმწიფის ატესტატი, ან მისი შესაბამისი სასკოლო ატესტატი, სასწავლებელში მისაღებად ასევე საჭიროა პირადი გასაუბრება.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართოთ ჩვენს ბიუროს (გერმანულად/ინგლისურად) :

Tel.: +49 (711) 1668310
Fax.: +49 (711) 1668324
Email: info@priesterseminar-stuttgart.de

საფოსტო მისამართი:
Freie Hochschule der Christengemeinschaft
Spittlerstr.15
D-70190 Stuttgart
Germany

Freie Hochschule der Christengemeinschaft, Stuttgart
Spittlerstraße 15, 70190 Stuttgart
Tel.0711 - 166 83-0, Fax 0711- 166 83-24
info(at)priesterseminar-stuttgart.de, www.priesterseminar-stuttgart.de