პრისტერსემინარის გაცნობის კვირა
მოსწავლეებისა და ახალგაზრდებისთვის 17-დან 27 წლამდე.
გაცნობა კონკრეტულად შემდეგს ნიშნავს: ერთი კვირის განმავლობაში სემინარის კარი ღიაა თქვენთვის და თქვენი მეგობრებისთვის. თქვენ შეგიძლიათ მონაწილეობის მიღება ჩვენ სტუდენტურ ცხოვრებაში, კურსებში, ადამიანის კურთხევის ქმედებასა და რა თქმა უნდა საუზმე-სადილობაში. გარდა ამისა ჩვენ ვცდილობთ, რომ ამ დღეებში თქვენ არა მხოლოდ სერიოზულობა, არამედ ხალისი და განტვირთვაც იგრძნოთ.
შტუტგარტის პრისტერსემინარში სწავლა არ ითვალისწინებს დიდ ცხოვრებისეულ გამოცდილებას. ამ ადგილას ადამიანები ერთმანეთს ხვდებიან საკუთარი კითხვებით ღმერთის, სამყაროსა და ცხოვრების ჭეშმარიტი საფუძვლის შესახებ. აქ დაწყებულმა გზამ ერთნი შეიძლება მოძღვრად კურთხევამდე მიიყვანოს, მეორენი კი ცხოვრების სრულიად სხვა ამოცანამდე. კეთილი საგზლით სავსე ზურგჩანთას კი ორივე შემთხვევაში მიიღებთ.
გულითადად გეპატიჟებით და სიხარულით ველით გაცნობის კვირას!
გთხოვთ დაუკავშირდეთ იოჰანეს ბოიერლეს, სტუდენტს (გერმანულად/ინგლისურად)
einblickwoche@priesterseminar-stuttgart.de
ან გიზელა თრიმერს, სემინარის ხელმძღვანელს (გერმანულად/ინგლისურად)
g.thriemer@priesterseminar-stuttgart.de
Freie Hochschule der Christengemeinschaft
Spittlerstraße 15
70190 Stuttgart
Germany
Tel.: +49 (0) 711 166 83 10




